LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

603
პოლიცია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სპორტის სასახლესთან მოხდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ რამდენიმე პირი ქუჩაში მდგომ მამაკაცთან მივიდა, თუმცა უცნობია, მას რაზე ესაუბრებოდნენ. ცოტა ხანში, თვითმხილველების თქმით, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს 2 ჭრილობა აქვს , ის უკვე გადაყვანიალია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში. 

დაპირისპირების მიზეზი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო „ფორტუნასთან“ საუბრის დროს განაცხადა, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები