ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი ერთიანობისთვის, – ამის შესახებ საქრთველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ელჩის თქმით, თითოეული მხარის პასუხი იყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესებია.

შეხვედრისას მივაღწიეთ ერთსულოვნებას, რომ ყველა საკითხი ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს: ანდრია ჯაღმაიძე

„მოხარული ვარ, რომ საპატრიარქოში მიმიწვიეს შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის, UNICEF-ისა და World Vision-ის წარმოადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ ყველამ განვიხილეთ ბავშვებზე ზრუნვის საკითხები.

რა თქმა უნდა, შეხვედრის მთავარი თემა ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენები იყო. თითოეული მხარის ძალიან ნათელი პასუხი იყო, რომ საჭიროა წინსვლა და ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესებია, რომლებიც კვლავ იქ ცხოვრობენ. მათ კი ვინც დატოვეს, სჭირდებათ ფინანსური და ფსიქოლოგიური დახმარება.

ჩვენ ასევე განვიხილეთ უფრო ფართო სტრატეგიული მიდგომა, რადგან საკითხი უფრო ვრცელია, ვიდრე მხოლოდ ნინოწმინდის შემთხვევა.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი ერთიანობისთვის. თუმცა საჭიროა ძალიან ბევრი მუშაობა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები