LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქრები და სიურპრიზები  – ბექჰემების ჯადოსნური შობა (ფოტო)

191
dadv-victr-bckm

ბექჰემების ოჯახი ტრადიციებისადმი სიყვარულითაა ცნობილი, ამდენად შობის დღესასწაულისთვის ისინი განსაკუთრებით მოემზადნენ. წლევანდელი შობის ამსახველი ფოტოები „ინსტაგრამზე“ ვიქტორია ბექჰემმა გაავრცელა. ფოტოებიდა ჩანს, რომ შობას ოჯახი სრული შემადგენლობით შეიკრიბა და დღესასწაული ტრადიციის მიხედვით ჩაატარა.

ბექჰემებთან სახლში იმყოფებოდა სანტაც, ოჯახის წევრები კი მას პიჟამებში დახვდნენ. მოგვიანებით 20 წლის ბრუკლინმა, 14 წლის კრუზმა და 17 წლის რომეომ ნამცხვრები მოამზადეს. ტკბილეული კი თავად ვიქტორიამ დაარიგა.

მოგვიანებით ოჯახის წევრებმა საჩუქრებიც გახსნეს და მიღებული ემოციები გულშემატკივრებს გაუზიარეს.

კადრში მოხვდა დევიდ ბექჰემიც, რომელიც ყველა აქტივობაში იყო ჩართული. შობის დადგომის შემდეგ, ოჯახმა სახლთან მოწყობილ სასრიალო მოედანზე გადაინაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები