LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საცოდავი ადამიანი ხარ, მიბრძანდი გარეთ” – პრემიერის ინტერპელაციის წესით მოსმენა ხმაურით დასრულდა

858
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (45)

საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა ხმაურით დასრულდა.

ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტი რევოლუციური სცენარის გათამაშების მცდელობაში დაადანაშაულა, რასაც დარბაზიდან ღარიბაშვილის მისამართით მწვავე რეპლიკები მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით „ირაკლი კადიროვი“, ღარიბაშვილს „ივანიშვილის მონა“ უწოდა.

ღარიბაშვილმა კი  წითლიძეს შემდეგი რეპლიკით მიმართა:

„საცოდავი ადამიანი ხარ, მიბრძანდი გარეთ“.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი არ ემსახურებით ქვეყნის ინტერესებს.

„ეს არის მიზანმიმართული, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რასაც ქალბატონი სალომე სამადაშვილი ბევრს საუბრობდა.

პირდაპირ მითხრეს, იყო პირადად თვითონ დასახელებული, შეგნებულად არ ვთქვი რამდენიმე დღის წინ და კიდევ სხვები, აღარ ჩამოვთვლით ახლა აქ, დადიან, ჭორაობენ, პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას და დასძინა.

გამოდის ქალბატონი ნაცვლიშვილი, არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე საუბრობს, რომ შავი ხვრელი არსებობსო.

არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ ახლა. ან არ გესმით, ან არ გინდათ, რომ გაიგოთ, ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინში არის რეალური პრობლემები. არ ვიცი, რა გიპასუხოთ ამაზე.

მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება, მითუმეტეს დღეს არ არის კონსენსუსი ევროკავშირში, ველოდებით ჩვენს გადაწყვეტილებას მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს,

აი ეს ადამიანები, ამისნაირები, ვითომ პატრიოტები, ავრცელებენ განცხადებებს რატომ, „ჰედლაინი” რომ წავიდეს, მთავარი სიტყვა, რომ საქართველო არის შავი ხვრელების. ეს არის მტრობა, ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g