LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება: საკოორდინაციო საბჭომ მორიგი შემსუბუქებების გადაწყვეტილება მიიღო

154
1529940236-jino-1

პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და საზოგადოებას იმ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ესაუბრა, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე შემთხვევა იმპორტირებულია და გადაყვანილები არიან შესაბამის დაწესებულებაში. ამ ეტაპისთვის დაავადებულთა რაოდენობამ 953-ს მიაღწია, აქედან 850 პირი უკვე გამოჯანმრთელდა და დატოვა სამედიცინო დაწესებულება. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე 3903 ადამიანი იმყოფება საკარანტინე პირობებში, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ჩვენ გვყავს 202 პირი“, – განაცხადა ჩიქოვანმა

ჩიქოვანმა საზოგადოებას გააცნო თუ რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან, 6 ივლისიდან. ამ შეზღუდვების გაუქმებაზე საბჭომ რამდენიმე დღის წინ იმსჯელა.

6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციებისა ჩატარება ღია სივრცეში.

გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც შესაბამისი შემოწმება გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. 

დღეიდან დასაშვებია ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება. 

„ეს შემსუბუქებები, რომელზეც ვსაუბრობთ, აუცილებელია განხორციელდეს ყველა პროტოკოლის გათვალისწინებით, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროს. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის შედეგები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, სწორი თანმიმდევრული მოქმედებებით იქნა მიღებული“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, დღეს ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და დამატებით იქნა კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიღებული.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით საცურაო აუზები და სპორტდარბაზები დაიწყებენ ფუნქციონირებას, მას შემდეგ, რაც გაივლიან შრომის ინსპექციის შემოწმებას.
შრომის ინსპექცია კი თავის მხრივ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს იმ რეგულაციებს, რომელიც ამ დაწესებულებებისთვის იარსებებს. თუმცა ეს მათთვის სიურპრიზი არ იქნება“, – აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g