LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შეიძლება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა და ვის არ ეხება საქმიანობის შეჩერება

253
pjimage

“ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მან ბრიფინგზე საჯარო სერვისებთან დაკავშირებულ სხვა შეზღუდვებზეც ისაუბრა.

“საჯარო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვები: ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები; ჩერდება ან გადაიდება შენობების დემონტაჟი; ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები; დგინდება ნოტარიუსის საქმიანობის განსხვავებული წესები, რომელსაც დაადგენს იუსტიციის სამინისტრო,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა ასევე ის ობიექტები დაასახელა, სადაც 10-ზე მეტი ადამინის თავშეყრა დასაშვებია. ესენია: ტრანსპორტი, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებები, თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებები.
გარდა ამისა, აღნიშნა, რომ საქმიანობის შეჩერება არ ეხება გარკვეულ ობიექტებს, მათ შორის სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, აგრო-ქიმიკატების სათესლე-სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას.

“თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. გარდა ამისა, საქმიანობის შეჩერება არ ეხება: ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; სამედიცინო დანიშნულების საქონლის და ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას; საქონლისა და პროდუქტის საცალო და საბითუმო მიწოდება-რეალიზაცია დასაშვებია, თუ საცალო მიწოდება და რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების ან წვდომის გარეშე. ეს შეზღდვები ასევე არ ეხება პრესის ჯიხურებს. ასევე გარკვეული დაშვებებია გაკეთებული რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობასთან მიმართებაში და დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის მიტანით ან სატრანსპორტო საშუალებით შეძენის შემთხვევაში,” – აცხადებს პრემიერ-მისიტრის მრჩეველი.

ბრიფინგზე ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნისთანავე იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული იქნებიან საქართველოს მოქალქეების საქართველოში ჩამოყვანისა და ტვირთის ჩამოტანის მიზნით  ფრენები განახორციელონ, გამოყონ სასტუმრო ან განთავსების სხვა ფართები ყველა თანმდევი სერვისით სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით.

ასევე იხილეთ:

საქართველოში კორონავირუსის პიკი სამ კვირაშია მოსალოდნელი – ინფექციონისტი

BBC: როდის დაუბრუნდება მსოფლიო ძველ ცხოვრებას?

 

mazda magti 5g