LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად წაიღო საპენსიო სააგენტომ 560 მლნ ლარი – ოფიციალური კომენტარი

238
shutterstock-1180786510

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით ინვესტირების პროცესი დაიწყო. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსა.

„როგორც ცნობილია, საბანკო დეპოზიტი ყველაზე დაბალრისკიანი ფინანსური ინსტრუმენტია. ამასთან, საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებები რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან გრძელდება“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მის მიერ თანხის ინვესტირება განახორციელდა მაღალი სარგებლის პროცენტით და მისი წლიური განაკვეთი 9%-ის ნაცვლად 14,9% – ს შეადგენს. ინვესტიციის პერიოდი 5 წლის ვადით განისაზღვრა.

როგორც გიორგი ჭიჭინაძე ამბობს, აღნიშნული პერიოდის ბოლოს განხორციელებული ინვესტიცია (560 მლნ ლარი) თითქმის გაორმაგდება, რაც მნიშვნელოვან სარგებელს წარმოადგენს საპენსიო სქემის ყველა მონაწილესათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები