LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დაგროვებითი პენსიით გაცემულმა თანხამ უკვე 19 მილიონ ლარს გადააჭარბა

125
122-2023-10-11_17-01-59_879294

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პორტფელის ტრადიციული ყოველთვიური ანგარიში წარადგინა.

2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარი, წმინდა ამონაგები კი 804.9 მილიონი ლარია.

კონსერვატიული (ნაკლებადრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის მოცულობამ 489 მლნ ლარი, დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის მოცულობამ 639 მლნ ლარი, დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის მოცულობამ კი 3,073 მლნ ლარი შეადგინა.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირთა რაოდენობა ამ დროისთვის 1 მილიონ 467 ათასია.

ანგარიშის თანახმად, დღეისთვის დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 5929 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 19 284 319 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები