LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული მოდელი 2028 წლამდე უცვლელი დარჩება

128
12

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული მოდელი 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება. მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა. კანონი ასევე დაარეგულირებს საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნისა და გაცემის, აგრეთვე, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები