LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი პენსიით საქართველოში 4,118 პირმა ისარგებლა – რა რაოდენობის თანხაა საპენსიო სააგენტოში

166
პენსია

2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.66 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, წმინდა ამონაგები 631 მილიონ ლარს შეადგენს.

„2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.66 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 631 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 420 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4,118 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 11,684,674.97 ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები