LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სადაც გვაქვს მწვანე სივრცე იქაც 16 სართულიანს ვაბეტონებთ…” – ერთ სულ მოსახლეზე კრიტიკულად მცირე რაოდენობის მწვანე საფარი მოდის

168
BeFunky-collage (3)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალაქში 1 სულ მოსახლეზე არანაკლებ 9 მ2 მწვანე საფარი უნდა მოდიოდეს. სახალხო დამცველის ბოლო სპეციალური ანგარიშის მიხედვით, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი დღემდე არ განსაზღვრულა.

თბილისის ქაოტური განაშენიანების ფონზე საკითხი აქტუალობას არ კარგავს.

ინტერნეტმომხარებელი დათო ტრაპაიძე აქვეყნებს ინფოგრაფიკას, სადაც ჩანს, რომ საქართველოს რეგიონებზე ერთ სულ მოსახლეზე კრიტიკულად მცირე რაოდენობის მწვანე საფარი მოდის.

ქუთაისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8 მ2 -ია, თუმცა ზუსტი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. ბათუმსა და რუსთავში მწვანე საფარსა და მოსახლეობას შორის თანაფარდობა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 5-6 მ2-ია.

“სადაც გვაქვს მწვანე სივრცე იქაც 16 სართულიანს ვაბეტონებთ + პარკირების ვითხოვთ. მეტიც, სადაც შესაძლებელია რომ ბულვარი გაგრძელდეს, იქ ხუთ მაღალსართულიან კორპუსს წამოვაყუდებთ კიდევ. აბა რაა… მთავარია დოლარის სიმწვანე. ხე ბოტანიკურშიცაა… ჯერ”- წერს დათო ტრაპაიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები