LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საელჩო: „აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“

84
კელი დეგნან ვაშინგტონში

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ვაშინგტონში მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო აქვეყნებს.

„მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით).

ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.“– ნათქვამია კელი დეგნანის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები