LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოში შეკერილი ფორმით თამაშობს

202
french

ფეხბურთში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ყატარში მიმდინარე ჩემპიონატზე „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი „აჭარა ტექსტილის“ მიერ შეკერილი სამოსით თამაშობს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითი და იმის დასტურია, თუ რამდენად წარმატებით მუშაობს სააგენტოს პროგრამები.

“აჭარა ტექსტილი” საქართველოში NIKE ოფიციალური მწარმოებელია და კომპანიის დაკვეთით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისთვის გასულ წელს 150 000 წყვილი ფორმა შეკერა.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

ქვეყნის მასშტაბით კომპანია ოთხ სამკერვალოს ფლობს – ბათუმში, ფოთში, ბობოყვათსა და რუსთავში. ჯამურად „აჭარა ტექსტილში“ 5 000 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები