LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში 9 წლის ბიჭი კორონავირუსთან დაკავშირებული იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა

204
skynews-child-ill-hospital-4968205

საფრანგეთში 9 წლის ბიჭი კორონავირუსთან დაკავშირებული იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

ბავშვი მარსელში ლა ტიმონის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფაბრის მიშელი აცხადებს, რომ ბავშვის კორონავირუსი ჰქონდა. პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, საბოლოოდ კი, გულის გაჩერებასთან დაკავშირებული ნეიროლოგიური დაზიანებით გარდაიცვალა.

ნიუ-იორკში უცნობი დაავადებით 3 ბავშვი გარდაიცვალა, დაავადებულია კიდევ 73

"მათი უმრავლესობა იყო კოვიდ-დადებითი ან სისხლში ჰქონდა ახალი კორონავირუსის ანტისხეულები."

ცნობისთვის, ბავშვებში იშვიათი დაავადებით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე არაერთ ქვეყანაში დააფიქსირეს.

უცნობი დაავადება კავასაკის დაავადებას ჰგავს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს კორონავირუსს უკავშირდება.

შტატებში 85 ბავშვი დაავადდა საეჭვო ინფექციით, რომელსაც Covid-19–ს უკავშირებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები