LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატებში 85 ბავშვი დაავადდა საეჭვო ინფექციით, რომელსაც Covid-19–ს უკავშირებენ

173
usachildrencvd

ამერიკის შეერთებული შტატების 7 შტატში ბავშვები ახალი და სავარაუდოდ საშიში ინფექციით დაავადდნენ. ახალი დაავადების ნიშნები ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა მას СOVID-19–ს უკავშირებენ.

გამოცემა NBC NEWS–მა ქვეყნის მასშტაბით 85 მსგავსი შემთხვევა აღმოაჩინა და მათი უმრავლესობა – 64 ინფიცირება – ნიუ იორკის შტატშია დაფიქსირებული. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების უმრავლესობაც სწორედ ნიუ–იორკში ფიქსირდება.

დანარჩენი შემთხვევები ბოსტონის, ფილადელფიის, ლოს–ანჯელესის, დელავერის და ლუიზიანას ბავშვთა საავადმყოფოებში აღმოაჩინეს.

როგორც ექიმები აცხადებენ, ახალი სინდრომი მაშინ ჩნდება, როდესაც ბავშვის ორგანიზმი COVID-19–ის ინფექციასთან შეხვედრის შემდეგ იმუნურ სისტემას გაორმაგებული ძალებით ამუშავებს. თუმცა, ჯერ ძალიან ადრეა რაიმე დასკვნის გაკეთება, რადგან ყველა შემთხვევა კორონავირუსს არ უკავშირდება და ზოგიერთი პაციენტის ტესტის პასუხი ნეგატიური იყო.

რაც შეეხება მთავარ სიმპტომებს, პატარებს მაღალი ტემპერატურა, დიარეა, კონიუნქტივიტი და ჩაწითლებული თვალები აქვთ. დაავადების განვითარების შემდეგ ეტაპზე კი გულის ფუნქციონირება ირღვევა და მედიკოსებს სწორედ ეს აშინებთ ყველაზე მეტად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები