LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ბიზნესი 2021 წლიდან ისარგებლებს

260
shutterstock-1695531250

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იმ საგადასახადო შეღავათებს ასახელებს, რომლითაც ბიზნესი მიმდინარე წელს ისარგებლებს.

პირველი დახმარება – 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. ამ შეღავათის არსი მდგომარეობს, რომ დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ, ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. აქ ნავარაუდებია 42 000-ზე მეტ კომპანიაში დასაქმებული 550 000 პირი.

მეორე შეღავათი:  2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა, შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის პერიოდში. ეს არის ე.წ საკასო მეთოდი, როდესაც ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ს დაბეგვრა.

შემდეგი დახმარება არის 2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სექტორში. აქ შედის სასტუმროებიც და რესტორნებიც.

შემდეგი დახმარება – 2020 წლის თებერვალ-მაისის თვეებში საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდა ტურისტულ სექტორს და ამ გადავადების საფუძველზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩამოაწეროს მათ ეს თანხა.

კიდევ ერთი დახმარება – საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებული სასტუმროებს საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 2021 წლის 1-ელ ივლისამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები