LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუქმდება არაეფექტური შეღავათები – ფინანსთა მინისტრი

768
229394064-4346155728756040-8661978823160693317-n

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო შეღავათების ეფექტურობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაწყებულია საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება იქნება.

„განხორციელებული კვლევები არაერთი ქვეყნის მაგალითზე აჩვენებს, რომ საგადასახადო დანახარჯების უმრავლესობა გარკვეულ წილად ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობის ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. ჩვენ დავიწყეთ საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება. აღნიშნული შეფასება მოგვცემს საშუალებას, გავაუქმოთ არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი, მივმართოთ ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობის მისაღწევად უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღრიცხვიანობის და ანგარიშვალდებულების შეფასების საუკეთესო მოდელად აღიარებულია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების – ე.წ. PEFA-ს შეფასება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხორციელდება; განხორციელებული რეფორმების შედეგად, აღნიშნული შეფასების ინდიკატორების 81 პროცენტში საქართველოს აქვს კარგი, ან უმაღლესი შეფასება.

„ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს თითოეული მიმართულებით და სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2026 წელს – ინდიკატორების 90 პროცენტში, 2030 წელს – ინდიკატორების 95 პროცენტში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები