LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება: თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ცხელი ხაზი ამოქმედდა

128
საგარეო საქმეთ ასამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების შესახებ საელჩოსა და საკონსულოში, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ შესულა.

„ამ დროისთვის, ანკარაში საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა. საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან,“ – განუცხადეს „ფორტუნას“  საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიწისძვრის გამო ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040; +905392208280; გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400; გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა.

თურქული სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში: დაღუპულია 500-ზე მეტი ადამიანი

ერდოღანი თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე: ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით

ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოგიჩინოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება

პრეზიდენტი: ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები