საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„ვგლოვობ კაჰრამანმარასში მომხდარი მიწისძვრისას ტრაგიკულად დაღუპულებს.
ამ რთულ დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ადგილზე მყოფ მაშველებს ვუსურვებ ძალას”, – წერს ზურაბიშვილი.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში: დაღუპულია 500-ზე მეტი ადამიანი
ერდოღანი თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე: ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით
ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოგიჩინოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება