LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკარანტინე ზომები, ალბათ, ნაადრევი იყო, ამისთვის ჩვენი ეკონომიკა მზად არაა” – ნიკა ჩიტაძე

195
მარნეული

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ექსპერტთა ნაწილი ნაადრევს უწოდებს. რადიო “ფორტუნას” დღის თემაში ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკარანტინე რეჟიმის შემოღება საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

ისედაც ლარი უფასურდება, იმ სფეროებში, რაც ჩვენი ძლიერი მხარე იყო, მაგალითად, ტურიზმი – მძიმე ვითარებაა.  საქართველოში არ არის კატასტროფული ვითარება, რომ კარანტინი გამოცხადებულიყო. 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა

კონტროლის გამკაცრება სამოქალაქო საზოგადოებაში არსებულმა დარღვევებმა განაპირობა.

ვიცით, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 700 ათასს მიაღწია, იზრდება გარდაცვლილების რაოდენობაც. საბედნიეროდ, ეს საქართველოს არ შეეხო, თუმცა ყველა ქვეყანას და ოჯახს თანავუგრძნობ. მე უბრალოდ იმის თქმა ინდა, რომ მილიონ 500 ათასი ადამიანი შიმშილით დაიხოცა 2020 წლის მონაცებით, 300 ათასი – შიდსით, 100 ათასზე მეტი – სეზონური გრპით, მალარიით – 200 ათასი, ანუ სხვა ავადმყოფობები უფრო დიდი საფრთხე შეიძლება იყოს, უბრალოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის და ეს უფრო მეტ პანიკას იწვევს. 

ჩვენი ეკონომიკა არ არის მზად, რომ საკარანტინე ზომები შემოვიღოთ. ექსპერტთა გათვლებით, 2 ტრილიონ დოლარს გადაჭარბებ მსოფლიო ეკონომიკის დანაკარგები. 

ყველა დაზარალდება, უბრალოდ რომელი უფრო მეტად ან ნაკლებად – ესაა საქმე. რადგან მსხვერპლი არ ყოფილა ჩვენთან, გვყავს არაერთი გამოჯანმრთელებული, საკარანტინე ზომები და სატრანსპორტო სისტემის მოშლა გამოიწვევს გაცილებით ნეგატიურ შედეგს. ალბათ, ნაადრეევი იყო საკარანტინე ზომები”, – ამბობს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.

შეგახსენებთ, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყენაში ფაქტობრივად, საკარანტინე რეჟიმი ამოქმედდება. ასევე დაწესდება ე. წ. კომენდანტის საათიც. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები