LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ

837
20200223160544

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ვირუსთან ბრძოლაში არ გვაქვს იმის უფლება, რომ დავაგვიანოთ.

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

"ვხედავთ, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემას ბოლომდე".

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის რვა საათიდან დაიწყება“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში გამოცხადებული კარანტინი ნიშნავს შემდეგს:

სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი), გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი.  მათ შორის თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ამ რეკომენდაციის არგათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია.

ამასთან მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი და რომლებსაც ექნებათ ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან.

პრემიერის განმარტებით, ეს კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გააჩნია, სრულად არ იყოს გაჩერებული და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

სასტიკად აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში, ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

პრემიერის თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე.

„პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნებისიერი მოქალაქე ნებისმიერ დროს ქალაქში გადააადგილების მომენტში თან უნდა ატარებდეს პირადობის მოწმობას.

შეუძლებელია, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რა იქნება ერთ ან ორ კვირაში. შეიქმნება მთარობის ცხელი ხაზი 144, რომელიც უფასო იქნება და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ პუნქტების შესრულება აუცილებელია და არის უდიდესი პასუხისმგებლობა და რომ მათი შესრულება აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა პრეიერმა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები