LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა

647
Capture678

საქართველოს პრემიერ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთა. გიორგი გახარიას განმარტებით, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი დაწესდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების გამკაცრება, ბოლო დღეებში სამოქალაქო საზოგადოებაში არსებულმა დარღვევებმა განაპირობა. პრემიერის განმარტებით, ხვალ დილის 8:00 საათიდან განკარგულება ძალაში შედის, ხოლო საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე დაწესდა კომენდანტის საათი.

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რეგიონებსა და სხვადასხვა ქალაქებში მისმა ვიზიტმა ნათლად დაანახა მთავრობას, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შექმნილ ვითარებას სათანადოდ ვერ აფასებს.  გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებით, ყოველი მოქალაქე, რომელიც საგანგებო პირობებში გადაადგილდება, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი საშვი.

“ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მედიასაშუალებები, სასურსათო მაღაზიები და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, ბანკი იქნება ეს თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის. იქნება სპეციალური საშვები. ყველა შესაბამისი დაწესებულება გასცემს საკუთარი თანამშრომლებისთვის საშვს”, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g