საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი ხვალ დილის რვა საათიდან დაიწყება.
„საბოლოო მონაცემებით საქართველოში გვყავს 100 დაინფიცირებული, დღეს პირველი შემთხვევაა, რომლის პირველწყაროსაც ვერ ვადგენთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არა მარტო მედიკოსების გმირული შრომით. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეზღუდვებით ჩვენს ეკონომიკას მინიმალური ზიანი მიადგეს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემას ბოლომდე. სანამ ჩვენ კიდევ ასე თუ ისე ვაკონტროლებთ სიტუაციას, ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს “, – განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
აქამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოქმედებდა.
ბოლნისსა და მარნეულში კარანტინი მკაცრდება: რეგიონი მავთულხლართებით შემოღობეს
ადგილზე დამატებითი დამცავი ბარიერები მიიტანეს.
მარნეულსა და ბოლნისში შესვლა და გამოსვლა 23 მარტიდანაა შეზღუდული.
29 მარტს კი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა სამეგრელოში გამკაცრდა.
სამეგრელოში კონტროლი მკაცრდება: რეგიონის შესასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყობა
განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის პრესსპიკერმა გააკეთა.
მთელ ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს სამეგრელოში ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა დაემატა. აღარ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტომობილით კი სამ კაცზე მეტის გადაადგილება აიკრძალა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 98-ე შემთხვევა დაფიქსირდა