საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კარანტინის რეჟიმში 4978, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 ადამიანი იმყოფება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დადასტურდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა.