LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სტუქტურებს რეკომენდაცია ეძლევათ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ

4299
1

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე, საქართველო შედარებით მომზადებული შეხვდა პროცესს, თუმცა აღნიშნული ვითარება საქართველოს მთავრობას მოდუნების საშუალებას არ აძლევს. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას მიეცა რეკომენდაცია გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. თუმცა გახარია აქვე აღნიშნავს, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის ეფექტიან მუშაობას.

„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციურ შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას”, – განაცხადა  გიორგი გახარიამ.

ამირან გამყრელიძე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებას გამოეხმაურა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები