LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ ქვეყანაში საზღვარს გვიწესებენ და გვეუბნებიან, თუ ამ საზღვარს გადაკვეთთ, დაგიჭერთ: ვარლამ გოლეთიანი

102
ვარლამ გოლეთიანი - თბილისი

„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი სოფელ გუმათში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამართალდამცველები „საკუთარ ქვეყანაში საზღვრებს უწესებენ და მისი გადაკვეთის შემთხვევაში დაჭერით ემუქრებიან“.

გოლეთიანის განმარტებით, დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია. მისივე თქმით, ისინი დანებებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის ინტერესების დასაცავად კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუმათში, რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

„პოლიცია გვეღობება, თუმცა არ აქვთ პასუხი რატომ და ვერც ექნებათ. აბსოლუტურად ალოგიკური და უსამართლოა ეს მოქმედება რაც ხდება. როგორც ვიცით არიან დაკავებულებიც, ოღონდ რამდენი ადამიანია ზუსტად არ ვიცით. ჩვენ მუდამ გვექნება მცდელობა, რომ მშვიდობიანად შევიდეთ. ეს არის საავტომობილო გზა, რომელზეც გავლის უფლება გვაქვს ყველას, თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ არსად შესვლას არ ვცდილობთ, უბრალოდ ვცდილობთ გზაზე გავლას. „ენკას“ უახლოესი ობიექტი არის 20 კილომეტრში, ჩვენს შესვლას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, გვეუბნებიან, რომ ეს არის კერძო ტერიტორია. საკუთარ ქვეყანაში საზღვარს გვიწესებენ ტერიტორიაზე და გვეუბნებიან, თუ ამ საზღვარს გადაკვეთთ, დაგიჭერთ. სრულ აბსურდამდე დავიდა ეს ყველაფერი, არ ვიცი, როგორ ფიქრობს ხელისუფლება ამ პროცესის ასე გაგრძელებას და გატანას ბოლომდე. არავინ დანებებას არ აპირებს და უფრო მეტი ადამიანი დადგება თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ამიტომ, ხელისუფლებამ იჯავროს იმ ყველაფერზე, რაც აქ ხდება“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

პოპულალურები