LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალია არის ჩემი ბიძაშვილი და ნებისმიერი შეურაცხყოფა მიუღებელია! – თამარ კორძაია

7702
BeFunky Collage

პაატა სალია უძვირფასესი ადამიანია ჩემთვის და მის ნებისმიერი შეურაცხყოფა არის კატეგორიულიად მიუღებელი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი თამარ კორძაია წერს.

კორძაია ამბობს, რომ ქვეყანაში მედია გარემო სერიოზული გამოწვევის წინაშეა, თუმცა ჯერჯერობით “რუსთავი 2” ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

“ვაფასებ ადამიანებს, ვინც იბრძვის იმისთვის, რისიც სწამს!

პატივს ვცემ ყველას უფლებას დაიცვას საკუთარი ინტერესები!

ვაღიარებ ყველას უფლებას საკუთარი ინტერესები დაიცვას იმ ფორმით, რომელსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ! მედია უნდა იყოს თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და ზეწოლისაგან (პოლიტიკოსის, საჯარო მოხელის, მფლობელის თუ სხვა ნებისმიერი პირისაგან)!

ჯერჯერობით, ვხედავ, რომ “რუსთავი 2” აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, თუმცა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მედია გარემო სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამაზე ვერავინ დავხუჭავთ თვალს!

ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი დირექტორი, პაატა სალია არის ჩემი ბიძაშვილი, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ის არის ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი ჩემთვის!!!

ამიტომ, ნებისმიერი შეურაცხყოფა, გინება, ცილისწამება, მუქარა და ბილწსიტყვაობა მის მიმართ არის კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის! კარგად მაქვს გააზრებული დემოკრატიული ღირებულებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება და მათ არც ვებრძვი, უბრალოდ, როგორც ადამიანი და როგორც გარკვეული სტანდარტების დამცველი პოლიტიკოსი, ვთვლი, რომ ეს უნდა ვთქვა მკაფიოდ და ხმამაღლა!”– წერს თამარ კორძაია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები