LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: „ჩემი დამხმარე ქალბატონი მეჩხუბება, რომ არ ვიყიდო არც ფეხსაცმელი და არც წიგნი, რადგან არც ერთისთვის და არც მეორესთვის კარადაში ადგილი აღარ არის…“

1033
salomesamadashvili

სალომე სამადაშვილმა უპასუხა „პალიტრანიუსის“ კითხვას, რა დამოკიდებულება აქვს მოდის მიმართ და ასევე რაში ხარჯავს ყველაზე დიდ ფულს.

სალომე სამადაშვილი:

„ბრენდებს ყურადღებას არ ვაქცევ. მხოლოდ ესტთეტიკაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ყველაზე მეტ ფულს ვხარჯავ კარგ ფეხსაცმელებსა და წიგნებში. ჩემი დამხმარე ქალბატონი სულ ემჩხუბება, რომ აღარ ვიყიდო არც ერთი და არც მეორე, რადგან არც ერთისთვის და არც მეორესთვის კარადებში ადგილი აღარ გვყოფნის (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავ კოსმეტიკაში, მაგრამ კარგი ფეხსაცმლისა და წიგნის შესაძენად ფული არ მენანება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები