LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილისგან დღემდე არ მოგვისმენია კრიტიკული შეფასება – “სტრატეგია აღმაშენებელი” განმარტავს, რატომ ამბობს უარს პრეზიდენტთან შეხვედრაზე

51
1

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ანულირების საკითხს უკავშირდება, უარი განაცხადეს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებმა.

ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტია სალომე ზურაბიშვილისგან “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კრიტიკულ შეფასებას ელის და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობას:

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირადად იყო ჩართული მედიაციის პროცესში, სალომე ზურაბიშვილისგან დღემდე არ მოგვისმენია კრიტიკული შეფასება “ქართული ოცნების” იმ განცხადებაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვაცხადებთ საქართველოს პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე.

ვთვლით, რომ “ქართული ოცნების” სურვილი უპასუხისმგებლოდ თავი აარიდოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პიდაპირი მედიაციით შექნილი დოკუმენტის პირობების შესრულებას, არის დემოკრატიის და ჩვენი ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო ქმედება, რისი საშუალებაც მას არ უნდა მივცეთ.

ველოდებით პრეზიდენტისგან ამ საკითხზე კრიტიკულ შეფასებებს, მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ მასთან შეხვედრის შესაძლებლობას.” – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსნებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმრავლესობის და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

mazda magti 5g