LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: რა უნდა ეთქვა სტრასბურგს? მიშასთვის – იშიმშილე სიკვდილამდეო და ბიძინასთვის საავადმყოფოს მისამართი მიეწერა?

75
სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხარეებს უთხრა, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადონ:

“სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა, იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი.

რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? – მიშასთვის – მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე, და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?

გვითხრეს – ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო.

საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო. ესაა და ეს”, – წერს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და მას შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g