ამ წუთებში სამართალდამცველები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.
ადგილზე რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ნაწილი, რომლებიც სამართალდამცველებს შეძახილებით აცილებენ.
ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.