სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია უკვე აიყვანეს.
იმ ოთახში შესვლამდე კი, სადაც მელია იმყოფებოდა მათ ე.წ წიწაკის სპრეი გაუშვეს.
ამ დრომდე ოფისთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სამართალდამცველები დილის 7:00 საათიდან გამოჩნდნენ.