LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამართლებრივი დევნა არა მხოლოდ მედპერსონალს, არამედ თავად ტიკარაძესაც ემუქრება“ – ადვოკატი თეიმურაზ ლომიძე პროკურატურას მიმართავს გამოიძიოს კოვიდით გარდაცვალების მიზეზები

747
ეკატერინე ტიკარაძე

ადვოკატი თეიმურაზ ლომიძე მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართავს – დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ კლინიკებში გარდაცვალების მიზეზი ხშირად არა კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება.

როგორც ადვოკატმა „ფორტუნას“ განუცხადა, ყოფილი მინისტრის განცხადებაში იკვეთება ისეთი ელემენტები, რაც სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოებისთვის სრულიად საკმარისია. უფლებადამცველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ექს მინისტრს აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, საჯაროდ ამას არ ახმაურებდა, რაც ადვოკატის თქმით, საგულისხმო გარემოებაა.

„ჩვენ დავაყენეთ განცხადება სისხლის სამართლის საქმის დაწყების შესახებ. გამოძიების შესახებ მიმართვა ეხება ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ კლინიკებში არა მხოლოდ ინფიცირებული ადამიანები იღუპებიან, არამედ სხვა ინფექციებისგან, რომელიც დიდი ალბათობით, უყურადღებობისა და დაუდევრობით იქნება გამოწვეული.

ვინაიდან ტიკარაძის განცხადებაში იკვეთება ისეთი ელემენტები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულზე მიუთითებს, ეს საკმარისია იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. რაც ყველაზე საყურადღებოა და უშუალოდ ტიკარაძეს ეხება არის მისივე განცხადება, სადაც ამბობს, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ჰქონდათ, მაგრამ საჯაროდ არ ახმაურებდნენ. ანუ, გამოდის, რომ ყველაფერი იცოდნენ და ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყვნენ და განგაშის ზარი აეტეხათ, გაჩუმებულები იყვნენ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად რაღაც ცდებს, ექსპერიმენტებს ატარებდნენ“, – განუცხადა რადიო „ფორტუნას“ თეიმურაზ ლომიძემ.

მისივე თქმით ყოვლად გაუგებარია, რამდენად გასამართლებელი და მისაღებია, როდესაც სხვისი სიცოცხლის საფასურად ასეთი ცდებს ატარებენ. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის გამო, პროკურატურა რეაგირებას დროულად მოახდენს და ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს. რაც შეეხება ვადებს, ლომიძის თქმით, ეს საგამოძიებო ორგანოების შიდა სამზარეულოა და ამაზე, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

ადვოკატის თქმის, საქმის წარმოების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნა არა მხოლოდ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, არამედ იმ კლინიკის მედპერსონალსაც ემუქრება, რომელშიც მსგავსი ფაქტები გამოვლინდა.

„რამდენად გასამართლებელი და მისაღებია, როდესაც სხვისი სიცოცხლის საფასურად ცდებს ატარებ, ეს ჩემთვის ყოვლად გაუგებარია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემაზე მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, მოველი, რომ პროკურატურა ამ საქმეს ძალიან მალე და ეფექტიანად გამოიძიებს. გარდა ამისა, სისხლის სამართლის სამართლებრივი დევნა არა მხოლოდ საავადმყოფოებსა და მედპერსონალს ემუქრებათ, არამედ თავად ტიკარაძესაც, ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ტიკარაძეს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

ვადებს რაც შეეხება, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს საგამოძიებო სამსახურების შიდა სამზარეულოა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ამასთან, რამდენადაა შესაძლებელი დადგინდეს ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც ამ შავბნელი საქმეების უკან დგანან. სწორედ, ამ პროცესის შემდეგ იქნება შესაძლებელ ყველაფრის გამოაშკარავება.“ – გვითხრა თეიმურაზ ლომიძემ.

შიდაჰოსპიტალური ინფექცია ყველა ქვეყანაში არსებობდა კოვიდამდე და აუცილებლად იქნება პანდემიის შემდეგაც – დაფიქრება სჭირდება მაღალი ტრიბუნიდან გასროლილ სიტყვას: გადელია ტიკარაძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები