სამეგრელოს საკუთარი ტურისტული ლოგო ექნება. სიმბოლოს შექმნაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია.
ღია კონკურსს „სამეგრელო DMO” აცხადებს და მასში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, თუ იურიდიულ პირს შეუძლია. პროექტის ბიუჯეტი 2 000 ლარია. გამარჯვებულს სპეციალური საკონკურსო კომისია გამოავლენს. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 5 დეკემბერი.
ძირითადი მოთხოვნებია:
✅ ლოგოს ესკიზის პროექტი შესრულებული უნდა იყოს კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით;
✅ „ლოგოში შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას როგორც, სიტყვა „სამეგრელო“ მთავარ გრაფიკულ, კომპონენტად, ასევე – სამეგრელოს სახასიათო ელემენტები: ბუნება და თავგადასავლები, ისტორია, ეთნო – ტრადიციები და გასტრონომიული კულტურა. სიმბოლო უნდა ატარებდეს პოზიტიურ შინაარსს. გარდა ამისა, შესაძლებელია სამეგრელოსთან ასოცირებული ფერების გამოყენება – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი…
✅ ლოგო უნდა იყოს მარტივად აღქმადი და პოზიტიური შინაარსის;
✅ ლოგო უნდა იყოს: ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივი , უნიკალური;
✅ ლოგოს თან უნდა ახლდეს ლოგოს კონცეფციის მოკლე განმარტება.
ლოგოს ტექნიკური მახასიათებლები:
-
მარტივად უნდა თავსდებოდეს დაწესებულების ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე (სავიზიტო ბარათზე, კალამზე, ვებ-გვერდზე და ა.შ.);
-
ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს JPEG და PNG ფაილის სახით (გამარჯვებული კონკურსანტის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას ვექტორულ გრაფიკულ (EPS) და PSD ფორმატში);
-
ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი და დასამუშავებელი; მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით.