სამართალდამცავებმა სამეგრელოში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც საკუთარ მამიდაშვილზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.
15 წლის არასრულწლოვანი ირწმუნება, რომ ის საკუთარმა მამიდაშვილმა გააუპატიურა.
შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. დაზარალებულმა ფაქტის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
გოგონამ სავარაუდო გაუპატიურებასთან დაკავშირებით დეიდას უამბო, მან კი პოლიცია გამოიძახა.
არასრულწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.