სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი მოხდა სამეგრელოში. შემთხვევა აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აბაშის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცმა 60 წლის ქალზე სექსუალურად იძალადა. მოძალადე გაიქცა.
დანაშაული წუხელ საღამოს მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია, თუმცა ამ დროისთვის ის დაკავებული არაა.
მათივე ინფორმაციით, საქმე აღძრულია 137-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური დანაშაულის, გაუპატიურების ჩადენას.