LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამხედრო ოპერაცია” დასრულდება მაშინ, როცა ნატო შეწყვეტს უკრაინის გამოყენებას რუსეთის დასამუქრებლად: ალექსეი პოლონჩუკი

272
ჟიტომირის დაბომბილი სკოლა, უკრაინა

მოსკოვის “სამხედრო ოპერაცია” დასრულდება მაშინ, როდესაც ნატო შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიის გამოყენებას, რომ დაემუქროს რუსეთს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ალექსეი პოლონჩუკმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-სთან განაცხადა 

“სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა მისი ამოცანები შესრულდება. მათ შორისაა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიიდან მოსული საფრთხის აღმოფხვრა, ნატოს ქვეყნების მიერ მისი დაპყრობის გამო”, – თქვა პოლიშჩუკმა.

თუმცა, მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ ემუქრებოდა ნატო რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან. დიპლომატმა დასძინა, რომ “ოპერაცია” გეგმის მიხედვით მიდის და რომ “მისი ყველა მიზანი მიიღწევა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები