LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ  ევროკავშირის სტატუსის მისაღებად „7 ნაბიჯის ნუსხა“ წარადგინა 

83
ოპოზიცია

პარლამენტში მყოფი ოპოზიციის ნაწილმა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარტია „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და „7 ნაბიჯის ნუსხა“ წარადგინეს. მათი თქმით, ეს სია იმ კონკრეტულ ამოცანებს აერთიანებს, რომელთა შესრულებაც მომდევნო 3 კვირის განმავლობაში პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპამ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად გადაწყვეტილება მიიღოს.

„მსგავსი უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია კიდევ ათწლეულები გადავადდება. სწორედ ახლა, ამ უახლოეს კვირებში უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასთან დასაახლოებლად და ძირეული რეფორმების განსახორციელებლად“, – განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

მათ მიერ შემუშავებული აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯების სია კი შემდეგნაირია:

  • ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
  • საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით;
  • შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე – დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა;
  • უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები უკრაინაში;
  • მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
  • ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
  • მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება.

 

 

 

 

ფოტო: რადიო თავისუფლება

პოპულალურები