LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამნიძე მდინარაძეს: თქვენ თქვით, რომ „ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო“ – რუსეთსაც თვლით?

113
მდინარაძე-სამნიძე

„თქვენ თქვით, რომ „ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო,“ – რუსეთსაც თვლით?“ – ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების­ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს.

სამნიძის თქმით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ორაზროვანი არ უნდა იყოს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მართალი უნდა იყოს, როგორც საკუთარ მოქალაქეებთან, ისე უკრაინასთანაც.

„თქვენ თქვით, რომ „ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო,“ – რუსეთსაც თვლით? მართლები უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებთან, ოპოზიციასთან, საკუთარ გუნდთან, უკრაინასთან და დასავლელ პარტნიორებთან.

თუ თქვენ ამბობთ, რომ არაფერს ნიშნავს ეს სიტყვა და რას გადაეკიდეთო, ჩვენი თხოვნა ის კი არ არის „გეშინიათ-არ გეშინიათ,“ არამედ ორაზროვანი ნუ იქნება რეზოლუცია“, – მიმართა სამნიძემ მდინარაძემ.

საპასუხოდ უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ „რუსეთთან მართლები რომ ვიყავით, ამიტომ მოვიგეთ სტრასბურგი.“

„ეს პოზიცია არ იყო „ნაცმოძრაობის.“ ვერ მოვიგებდით 2012 წლამდე რა პოზიციაც ჰქონდა ამ ქვეყანას, იმ პოზიციით, რადგან ისკანდერის ნაწილები იყო დამალული“, – უპასუხა მდინარაძემ სამნიძეს.

ცნობისთვის, ცნობისთვის, დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დააინიცირა.

მდინარაძე: ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერცერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ვერ მოგვედავება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g