LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო: გიორგი ბადრიძე

925
გიორგი ბადრიძე 3

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი პირდაპირ და უპირობოდ არ მიგვეღო, – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში “რონდელის ფონდის” უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, როდესაც აცხადებ პრეტენზიას – ხარ ევროპული ქვეყანა და გსურს იყო ევროკავშირის ნაწილი და ამ დროს ღიად და პირდაპირ არღვევ იმ კრიტერიუმებს რომელიც არის არამარტო წევრობის, არამედ კანდიდატობის წინაპირობას, არ უნდა ელოდო რომ პოლიტიკური მოსაზრებებით ვინმე ამ კრიტერიუმებს უგულებელყოფს.

“ევროკავშირს არ გააჩნია პრეცედენტი როდესაც თუნდაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ ვინმესთვის გეოპოლიტიკური მოსაზრებების აი ამ კრიტერიუმების შესრულების გარეშე” – განაცხადა ბადრიძემ.

არის თუ არა შანსი, საქართველომ მიიღოს ალბანური მოდელის სტატუსი, რაზედაც ოპოზიციონერი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე საუბრობდა, გიორგი ბადრიძე აცხადებს რომ მაშინ როდესაც ალბანეთმა მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ქვეყანა არ აკმაყოფილებდა ევროკავშირის სტანდარტებს, თუმცა იმისათვის რომ ხალხისთვის არ ეთქვათ ევროპულ პერსპექტივაზე უარი, მათ სწორედ პირობითი კანდიდატობა მიიღეს, რომლის რეალურ კანდიდატად ქცევა მოხდება პირობების შესრულების შემდეგ.

“ეს პირობები არ გულისხმობს ჩვენს მიერ ევროკავშირისთვის რაიმის გაკეთებას. ეს გულისხმობს ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და მდგრადობას. სახელმწიფოს უკეთ მოწყობას. სხვას არაფერს გვთხოვენ” – აცხადებს ბადრიძე.

მისი განცხადებით, ნებისმიერი წინააღმდეგობა ამ პირობების შესრულებასთან, პირველ რიგში, იქნება არა ანტიდასავლური, არამედ ანტიეროვნული საქმიანობა. 

“ძალიან მინდა, რომ ქართული საზოგადოება არ აჰყვეს მოწოდებებს, რომ აი, თქვენ თუ ბიძინა არ გინდათ, ჩვენ ქვეყანას წავიყვანთ უფსკრულში” – აღნიშნა გიორგი ბადრიძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.

უკრაინის და მოლდოვასგან განსხვავებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოსთვის გარკვეულ პირობითობებს შეიცავს, მათ შორის ივანიშვილს, როგორც ამ პროცესის შემაფერხებელს: გიორგი ბადრიძე

 

 

პოპულალურები