LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სახელმწიფოსთვის არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ: გრიგოლ ვაშაძე

122
გრიგოლ ვაშაძე

ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სახელმწიფოსთვის არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არასდროს არაფერი ჰკითხოთ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცადა.

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო წვდომას იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც ევროკავშირშია”

ვაშაძის შეფასებით, უკეთეს შემთხვევაში საქართველო სტატუსის ალბანურ ვარიანტს მიიღებს.

„არ ვიცი, რა გადაწონის. თუ ევროპის კავშირი საქართველოს მოქალაქეს და ჩვენს ერს შეხედავს, მაშინ ჩვენ ეს სტატუსი უნდა მივიღოთ. თუ ჩათვლის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო არ იმსახურებს არანაირ ევროპულ პერსპექტივას, მაშინ უარს გვეტყვიან. ჩემს მოლოდინს გეტყვით – უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ, როცა პირდაპირ სიას გამოგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან – ეს, ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გნებავთ, როგორც ამას ამდენი წელი ამტკიცებდით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

magti 5g