LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მანამდე ჩვენ რუს ტურისტებს ვერ მოვემსახურებით – Traffic Travel

281
ipiccy-image

„სანამ ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, მანამდე ჩვენ რუს ტურისტებს ვერ მოვემსახურებით, ეს არის ჩვენი პრინციპი” – ამის შესახებ Traffic Travel-ის ხელმძღვანელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა. მან გადაცემაში „საქმიანი დილა“ განმარტა, თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო ერთ ბაზარზე დამოკიდებული.

როგორც ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, უმჯობესია, სტაბილურ ბაზრებზე ვაკეთოთ აქცენტირება.

“როცა მუშაობ პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებზე, ეს არ ნიშნავს სტაბილურობას. ყაზახეთის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, საიდანაც უამრავი ჯავშანი გაუქმდა. ყოველთვის კარგია, როდესაც ბიზნესი არის დივერსიფიცირებული. არ შეიძლება ერთ ქვეყანაზე იყო მხოლოდ ორიენტირებული და ეს საკმაოდ მძიმედ გამოვცადეთ 2006 წელს, როდესაც ემბარგო დაგვიწესეს რუსებმა მთლიანად ქართულ პროდუქტებზე, ასევე გავრილოვის ღამის შემდეგაც იყო ფრენებზე შეზღუდვა და ამანაც აზარალა ტურისტული სექტორი,” – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ „საქმიან დილაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები