LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა გახანგრძლივდა

1617
240294591

ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრების შეცვლის ბოლო თარიღი 1 სექტემბერია. ამის შესახებ “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტორში სულ ცოტა ხნის წინ განუცხადეს.

ახლა კი ირკვევა, რომ სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა გადაიწევს.

ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.

როდის უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშნები და როგორ უნდა მოიქცეთ თუ მართვის მოწმობას დაკარგავთ

ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით“, – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

 

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა 72 ლარი დაუჯდებათ. ამ ფასში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა.

რაც შეეხება ფასიან ნომრებს, მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ხდება ფასიანი ნომრების გადაცვლა, ტარიფის მიხედვით და ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციას მოქალაქე თავად არჩევს. მათი მინიმალური საფასური 150, ხოლო მაქსიმალური 10 ათა­სი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები