LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქტპეტერბურგელმა ფეხბურთელმა რუსეთს საქართველოს ნაკრები ამჯობინა

167
Screenshot_4

მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელმა საბა საზანოვმა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის მცველმა უარი თქვა იმ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამ უარის მიზეზად კი მასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის წარმატებული მოლაპარაკება დასახელდა.

საბა საზანოვი სანქტ-პეტერბურგში გაიზარდა. მას დედა ქართველი ჰყავს – სამტრედიელი ნინო ნიშნიანიძე. მოსკოვის „დინამოში“ შარშან გადავიდა, სანქტ პეტერბურგის „ზენიტიდან“ და რუსეთის ჩემპიონატის გასულ ათ ტურში, რვა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ახალგაზრდა ცენტრალური მცველის სიმაღლე 194 სანტიმეტრია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასთან და თურქეთთან ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ემზადება. ეს თამაშები 24 და 27 სექტემბერს გაიმართება და დიდი ალბათობით, საზანოვის დებიუტიც შედგება.

ამ თემას უკვე გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია:

„ეროვნული გუნდებში მიმდინარე სელექციის შესახებ აზრი, არაერთხელ დავაფიქსირეთ. ჩვენი პოზიცია და საერთო შეხედულებები უცვლელია. ამასთანავე, ვთლით, რომ ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს სანაკრებო სისტემაში ყოველთვის უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და საბოლოოდ, მათი პროფესიული წინსვლა შემდეგ გამოადგეს ეროვნულ გუნდებს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს. საბა საზანოვს, სამწვრთნელო შტაბთან ერთად დიდი ხანია ვაკვირდებით. ადრეც გვქონდა მასთან და მის ოჯახთან კომუნიკაცია. საბას დედა ქართველია და თვითონ მოთამაშეც საქართველოს მოქალაქე გახლავთ. გვიხარია, რომ საბამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. ის ნამდვილად ნიჭიერი მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება. ახლა უკვე ველით საწვრთნელი პროცესის დაწყებას და 21-წლამდელების იმ მნიშვნელოვან მატჩებს, რომლებიც პორტუგალიაში და თურქეთში გველოდება” – უთხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, ფედერაციის ოფიციალურ ვებსაიტს.

წყარო: “რადიო თავისუფლება”
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები