LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო განხილვები რომ იყო, იქიდან მაქვს კომუნიკაცია – ალაფიშვილი შესაძლოა ხაზარაძის გუნდში ვიხილოთ

158
BeFunky Collage

სახელმწიფო როგორი უნდა იყოს, რა არის დემოკრატია, როგორი უნდა იყოს ბიზნესი, როგორი უნდა იყოს ეფექტური მცირე მთავრობა, ძალიან ბევრ ასეთ საკითხზე მე  და მამუკა ხაზარაძეს გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ლევან ალაფიშვილმა “ფორტუნას” განუცხადა.

“ფორტუნა” დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ალაფიშვილს კომუნიკაცია მამუკა ხაზარაძესთან და თუ მიიღო მისგან შემოთავაზება თანამშრომლობაზე, რაზეც ალაფიშვილი ამბობს, რომ ის არის მამუკა ხაზარაძის და მისი გუნდის  მხარდამჭერი და მზად არის თანამშრომლობისთვისაც. 

ხაზარაძის მოძრაობა თუ პოლიტიკურად არ ჩამოყალიბდა, ჩვენ ისედაც ვმოძრაობდით - ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

როგორც ჭყონიამ "ფორტუნას" უთხრა, ხაზარაძესთან ახალი მოძრაობის ფარგლებში თანამშრომლობას გეგმავს.

ალაფიშვილი ამბობს, რომ ხაზარაძეს ჯერ კიდევ 1997 წლიდან იცნობს, ხოლო კომუნიკაცია საპარლამენტო მოსმენის შემდეგაც ჰქონდა.

“რაც შეეხება ხაზარაძესთან კომუნიკაციას, ჯერ კიდევ საბანკო წერილის და შემდეგ საპარლამენტო განხილები რომ იყო, იქიდან მაქვს კომუნიკაცია და ისე რომ ნაცნობობა მაკავშირებდეს ან რაიმე ამდაგვარი, ამის დადასტურება არ შემიძლია, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს.

1997 წელი იყო, საქართველოში პირველი ბანკი ფუძნდებოდა ქართული და უცხოური ბანკების მონაწილეობით. მაშინ ერქვა “მიკროსაფინანსო ბანკი”, დღევანდელი “პროკრედიტ ბანკი”. ამის დაფუძნების სამართლებრიოვ მხარეში ვმონაწილეობდი და ბანკის მხრიდან ერთ-ერთი იყო “თიბისი” და მამუკა ხაზარაძე. იმ დროიდან ვიცნობ მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ ამის იქით აღარ წასულა ჩვენი ურთიერთობები, თუმცა, ნაცნობობა საზოგადოებრივ ასპარეზზე დიდად გადამწყვეტი არ არის. მისი გეგმებიც პოლიტიკური საჯაროდ გაცხადებული არ არის. 

მამუკა ხაზარაძე: სექტემბრიდან! ახალი მოძრაობა, ღირსეული საქართველოსთვის!

დღეს უნდა გავერთიანდეთ, დავისახოთ კონკრეტული მიზნები ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის, უნდა შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ მომავლისკენ.

თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე იქნება აქტიურობა, თუ შემოვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფიგურა, სერიოზული სოციალური კაპიტალით, როგორიც ხაზარაძე და მის ირგვლივ მყოფი გუნდია, ძალიან დიდი არმიით, მხარდამჭერებით, მე მხოლოდ მივესალმები და ვითანამშრომლებ კიდეც”, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, ის რჩება არასამთავრობო და საზოგადოებრივ-აკადემიურ სექტორში, თუმცა, თუკი მისი უფრო მეტი აქტიურობა იქნება საჭირო, ამისთვისაც მზად არის. ლევან ალაფიშვილი პირდაპირ არ პასუხობს შეკითხვას, ჰქონდა თუ არა თანამშრომლობასთან დაკავშირებით ხაზარაძესთან კომუნიკაცია და ამბობს, რომ რადგან ჩამოყალიბებული არ არის, თუ როგორი იქნება საზოგადოებრივი მოძრაობა, ამაზე ვერ ისაუბრებს.

“სახელმწიფო როგორი უნდა იყოს, რა არის დემოკრატია, როგორი უნდა იყოს ბიზნესი, როგორი უნდა იყოს ეფექტური მცირე მთავრობა, ძალიან ბევრ ასეთ საკითხზე გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა და შესაბამისად, დეტალური ფუნდამენტური საუბრები არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის საჭიროც არ არის ჩემთან.

სხვათა შორის, ჩემი სიმბოლური მხარდაჭერა სწორედ ის იყო, რომ როდესაც საპარალმენტო განხილვები იყო, როდესაც ის და ჯაფარიძე მივიდნენ ეკონომიკური პოლიტიკის საკომიტეტო განხილვაზე, იქიდან მოყოლებული მე ვარ მისი გუნდის მხარდამჭერი. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, ხვალ შეიძლება სხვა რამ მოხდეს, ვისაუბროთ, შევხვდეთ, მაგრამ რადგან ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის ეს ყველაფერი, მეტს ვერაფერს გეუბნებით”, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები