LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოში შესვლა მხოლოდ კოვიდგადატანილმა და ტესტირებულმა ჟურნალისტებმა შეძლეს

143
ანდრია-ჯაღმაიძე-1

სხვადასხვა მედიის ჟურნალისტებმა 19 მაისს საპატრიარქოში შესვლა იმის გამო შეძლეს, რომ მათ კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ ან ტესტი ჰქონდათ ჩატარებული. როგორც ცნობილია, ჟურნალისტებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები შეუმოწმეს და განუცხადეს, რომ ინფორმაცია გადამოწმდებოდა.

ჟურნალისტების კითხვაზე აქვს თუ არა საპატრიარქოს წვდომა მონაცემთა ბაზებზე, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ: „დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ საავადმყოფო გვაქვს, რომელიც მოწყობილია კოვიდ-ვითარების შესაბამისად. ეს საავადმყოფო 10 000-მდე ადამიანს მოემსახურა და, რა თქმა უნდა, გვაქვს“.

ჟურნალისტების კითხვაზე, ამით ირღვევა თუ არა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა, თქვა: „მე არ ვიცი, ალბათ ხელმისაწვდომია. ისეთ საკითხში შევდივარ, რისი კომპეტენციაც არ მაქვს“.

საპატრიარქო წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს ფლობს.

პოპულალურები