LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იწყება: „რა განცხადებასაც გავაკეთებ, ამას შემდეგ გაიგებთ“

202
ნეკა და ნიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იწყება. პროცესს ესწრება როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილი.

დღეს ბასილაშვილის ოჯახის წევრებს გამოჰკითხავენ. მხარეების კითხვებს ჩოგბურთელის დედა, ნატალია ნაჭყებია უპასუხებს, ასევე დროის არსებობის შემთხვევაში, დაცვისა და ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხებს პირველი ჩოგანის ძმა, თენგო ბასილაშვილიც.

სხდომას დაესწრება თავად ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ის უკვე მივიდა საქალაქო სასამართლოში.

ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს სხდომათა დარბაზში შეხვდებიან.

„სასამართლო პროცესი გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, მოწმის დაკითხვით, ქალბატონი ნატალია ნაჭყებიასი. სასამართლოს რეჟიმიდან და დროის ფაქტორიდან გამომდინარე, გრაფის შემდგომ განსაზღვრავს კვლავ სასამართლო, გააგრძელებს ის დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას.“ – აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია.

პროცესის დაწყებამდე ნეკა დოროყაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კი მცირე განცხადებით შემოიფარგლა. მან ერთხელ აღნიშნა, რომ კომენტარს პროცესების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

„თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ, ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე, ძალადობის ბრალდებით 2 წლის წინ დააკავეს. ის 100 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სპორტსმენი ყოფილი ცოლის ბრალდებებს უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g