საქართველო რამდენიმე მეგობარ ქვეყანასთან ერთად ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების წინააღმდეგია. ქართული დელეგაცია უკრაინასთან, ლიეტუვასთან, ლიტვასა და ესტონეთთან ერთად ერთობლივ განცხადებას დღეს, საქართველოს დროით, 13:00 საათზე გაავრცელებს. განცხადების შინაარსი უცნობია, თუმცა ზოგადად

საკითხი სწორედ რუსეთის თემას და იქიდან მომავალ საფრთხეებს ეხება.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ისინი საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად 5-ვე ქვეყანა ასამბლეის პირველ სესიასაც არ დაესწრო

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებას არ ვაპირებთ. ამას არც ერთი ქვეყანა არ განიხილავს. წინა სესიაზე რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისა და უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად საქართველოს დელეგაცია არ მონაწილეობს არანაირ საზეიმო ღონისძიებებსა და ასამბლეის სხდომაში.

კოორდინაცია გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც, რომლებისთვისაც ჩვენს მსგავსად მიუღებელია რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, მიმდინარე წელს კი რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმათა უმრავლესობით დაბრუნდა.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები