ჟურნალი Biograph ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის – მარტინა განჩევას სტატიას , სახელწოდებით „კავკასიის ლამაზმანი” აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. მარტინა განჩევა მკითხველს საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებს.

სტატიაში იგი საუბრობს ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე, ტრადიციებზე, განსხვავებულ ფოლკლორსა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე.

მათივე ინფორმაციით, ჟურნალ Biograph-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ივნისის თვეში ეწვია.

ტურის ფარგლებში, ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული კერძების მომზადებაში.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები