LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ხორვატიას უსწრებს – მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში 44-ე ადგილზე მოვხვდით

85
Untitled

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) ანგარიში სახელწოდებით „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2021“ (Travel & Tourism Development Index 2021) გამოაქვეყნა. რეიტინგში სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული. საქართველო რეიტინგში მსოფლიო საუკეთესო 50-ეულში პირველად მოხვდა.

ანგარიშში წარმოდგენილია 117 ქვეყნის რეიტინგი, რომელშიც საქართველო 44-ე ადგილს იკავებს. 2019 წლის რეიტინგში Travel & Tourism Competitiveness index საქართველოს 68-ე ადგილი ეკავა.

აღნიშნული შედეგით, საქართველო საუკეთესოა თავის სამეზობლოში – უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს. საქართველო აგრეთვე უსწრებს მთელ რიგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის – ხორვატიას.

საქართველო მოწინავეა ისრაელის, ბრაზილიის, ეგვიპტისა და სხვა გლობალური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრებთან შედარებითაც.

ცნობისთვის, მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსს 2 წელიწადში ერთხელ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ატარებს. 2019 წელს კვლევაში 140, 2021 წელს კი 117 ქვეყანა მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები